შეუერთდით მუშაობას შავ ზღვაში ვეშაპისნაირების გარეშე პალტუსის თევზჭერის მიმართულებით
მიიღეთ მონაწილეობა CetaByM-ში, ჩვენს საპილოტე პროექტში, ვეშაპისნაირთა შემთხვევითი დაჭერის შეფასებაში შავ ზღვაში პალტუსის სახლართი ბადეებით თევზჭერის დროს და გამოცადეთ ზომები ვეშაპისნაირთა შემთხვევითი დაჭერის შესამცირებლად
Related items
Showing items related by metadata.
-
Bookletშავ ზღვაში ქიცვიანი ზვიგენის უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება 2025მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი განკუთვნილია შავ ზღვაში თევზჭერით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სამრეწველო თევზმომპოვებლებისა და თევზჭერის დამკვირვებლებისათვის, ქიცვიანი ზვიგენის სწორად იდენტიფიცირების, თევზჭერის სამუშაოებისას თანჭერილების უსაფრთხო გაშვების მეთოდების გამოყენებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებაში დასახმარებლად. ინსტრუმენტი შემუშავდა „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის“ (FishEBM BS) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია კონკრეტული კომერციული საზღვაო ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული სარგებლობის შეჩერება და დაუცველი სახეობების დაცვა შავი ზღვის ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით თევზჭერის მართვის მიმართულებისა და მათ შორის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით. ქიცვიანი ზვიგენი არის თანჭერილის სახეობა, რომელსაც ხშირად მოიპოვებენ შავ ზღვაში სხვადასხვა ტიპის თევზჭერისას. ასეთმა შემთხვევითმა თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს საჭერი მოწყობილობების დაზიანება, სამუშაო პროცესის შეფერხება და ინდივიდების მაღალი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით მათი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. არასათანადო მართვის პირობებში, თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს პოპულაციის შემცირება და შეაფერხოს რეგიონული თევზჭერის მდგრადობა. ეფექტიანი მართვისა და თევზჭერის მდგრადი მეთოდების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ზუსტი მონაცემების შეგროვება და უსაფრთხო მოპყრობის მეთოდების გამოყენება. მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი მიზნად ისახავს თევზჭერისა და ქიცვიანი ზვიგენის ურთიერთქმედების შესახებ ცოდნის გაზრდასა და ასევე, შავი ზღვის რეგიონში ქიცვიანი ზვიგენის პოპულაციის შენარჩუნების ხელშეწყობას. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვით, მეთევზეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ არა მხოლოდ სახეობის, არამედ მთლიანად სექტორისა და მეთევზეთა თემების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფაში.
-
Bookletშავ ზღვაში ზუთხების უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება 2025მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი განკუთვნილია შავ ზღვაში თევზჭერით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სამრეწველო თევზმომპოვებლებისა და თევზჭერის დამკვირვებლებისათვის, შავ ზღვაში ზუთხის სამი სახეობის სწორად იდენტიფიცირების, თევზჭერის სამუშაოებისას თანჭერილი სახეობების უსაფრთხო გაშვების მეთოდების გამოყენებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებაში დასახმარებლად. ინსტრუმენტი შემუშავდა „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის“ (FishEBM BS) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია კონკრეტული კომერციული საზღვაო ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული სარგებლობის შეჩერება და დაუცველი სახეობების დაცვა შავი ზღვის ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით თევზჭერის მართვის მიმართულებით, მათ შორის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით.
-
Brochure, flyer, fact-sheetზუთხები შავ ზღვაში
შემოუერთდით ჩვენს გადაუდებელ აქტივობას საკულტო სახეობის ჯგუფის დაცვისათვის
2023Also available in:
ზუთხები (Acipenseridae) პლანეტაზე დინოზავრების ხანიდან არსებობენ. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ წყლის სახეობათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის 25 სახეობიდან 17 იშვიათ სახეობადაა კლასიფიცირებული. შავ ზღვაში არსებობს ზუთხის რამდენიმე სახეობა. 2016 წელს GFCM-მ წამოიწყო პროექტი BlackSea4Fish, რომელიც უზრუნველყოფს შავი ზღვის თევზჭერის მდგრადი მართვის სამეცნიერო და ტექნიკურ მხარდაჭერას. BlackSea4Fish ამჟამად მუშაობს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად საპილოტე პროექტზე რეგიონში ზუთხის პოპულაციების დასაცავად, რომელიც მიზნად ისახავს თევზჭერის ზემოქმედების შერბილებას და კონსერვაციის გაძლიერებას. საპილოტე პროექტის საბოლოო შედეგები გაზიარებული იქნება 2024 წელს.
Users also downloaded
Showing related downloaded files
No results found.